პარლამენტის თავმჯდომარის უარი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის უარი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე

2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ უარი უკვე მიიღო.           

“გავიხსენებ ისტორიას. “ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედება - ერთი ეს ის იყო 2016 წელს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი იყო. მაშინ ამ შეთავაზებაზე ოპოზიციამ უარი თქვა. მეორედ ეს 2017 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე მე ვიყავი. იქაც გაკეთდა შეთავაზება 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედების თაობაზე და ოპოზიციამ იქაც უარი თქვა. ახლა პროცესის დაწერება აზრს მოკლებულია. მათ თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რაც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მათ დისკუსია თვითონ დახურეს და ახალი დისკუსიის გახსნის მცდელობა საფუძველს მოკლებულია“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ