მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ვიტალი კლიჩკო. როგორც თავად ვიტალი კლიჩკომ „ფეისბუქში“ აღნიშნა, სააკაშვილისთვის შეთავაზება, მისი პარტიის თავმჯდომარეობაზე, გულწრფელი იყო და მიზნად ისახავდა მხარში ამოდგომოდა რთულ ვითარებაში:       

„ემოციის გარეშე ვკითხულობ ცნობებს „ფეისბუქში“ ჩვენი კავშირის შესახებ. მე ჩემი ჟესტი გავაკეთე. გულწრფელად და მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით“.

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ  სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მისი მომხრეების აზრს გაითვალისწინებდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა, ამის შესახებ ჯერ მას ოფიციალურად არ განუცხადებია