„ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდა

„ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდა

მთაწმინდის #18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა. „ევროპული საქართველოს“  მხარდამჭერებს: კატო კოპალეიშვილს და ანა ბარამიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ანა გელოვანი  ფიზიკურად გაუსწორდა. 

 როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, თავად ანი გელოვანი საარჩევნო უბანზე უკვე აღარ იმყოფებოდა და უკანა გასასვლელიდან გავიდა. რაც შეეხება დაზარალებულ ორ აქტივისტს, ისინი პოლიციამ დაკითხა:        

„კიდევ ერთ უბანზე მოხდა ძალადობრივი ფაქტი. ეს არის ატმოსფერო, რომელიც შეშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ყველა უბანზე შექმნა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანი გელოვანი და ის პირდაპირ თავს დაესხა ჩვენს აქტივისტებს. ცხადია, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ამის შემდგომ კი ანი გელოვანი იმალება“