გიორგი გახარია  - არანაირი პრობლემა  სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან  არ გვაქვს

გიორგი გახარია - არანაირი პრობლემა სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან არ გვაქვს

„დღეს, მე ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთებ მხოლოდ ერთ კომენტარს. შს სამინისტრო, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა ასეთი სახის სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან, გამოძიებასთან არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც არ გვქონდა პრობლემა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და მის წინაშე წარდგომასთან დაკავშირებით. ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანს დაესვას წერტილი და გაეცეს საბოლოო პასუხი. როგორც გპირდებოდით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ოღონდ ისე არა, ვიღაცას რომ მოუნდება, ემოციურად და პოლიტიკური კონტექსტით გააცხადებს საქვეყნოდ, რომ ეს ადამიანი დასაკავებელია ან ეს ადამიანი გასაშვებია. როცა სამართლებრივი სტანდარტი შეიქმნა, მაშინ ვიმოქმედეთ ჩვენ. ზუსტად ასე იქნება სამოხელეოსთან მიმართებაშიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვები დარჩება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს“,- განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ