85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

მამაკაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.   

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს