ბედნიერი კაცი ვიქნები თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

ბედნიერი კაცი ვიქნები თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

„მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან და ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი.

ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - განაცხადა ლადო კახაძემ