შსს-მ მთაწმინდის ოლქში  ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ მთაწმინდის ოლქში ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის დროს ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით; ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით; აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს