მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, რომლებსაც ჩემთვის ხმა არ მოუცია - ლადო კახაძე

მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, რომლებსაც ჩემთვის ხმა არ მოუცია - ლადო კახაძე

„კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა იმ ხალხს,ვინც მხარი დამიჭირა, ვინც გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რომლებიც მე მათ შევთავაზე უფრო სწორად კი, რომლითაც მათ დამმოძღვრეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანებს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, რომლის ჭირის და ლხინის გასაყოფად ვარ დღეს და ვიქნები, სანამ ვიარსებებ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, რომლებსაც ჩემთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ რომელთაც გულის სიღრმეში აქვთ გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ. დიდი მადლობა განსაკუთრებით თქვენ ჟურნალისტებს. მე თქვენ ექიმებს გეძახით. თქვენ ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე და შემოიყვანეთ თავის დროზე პოლიტიკურ სარბიელზე“, - განაცხადა ლადო კახაძემ