ამ სურათს აუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ - შალვა შავგულიძე

ამ სურათს აუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ - შალვა შავგულიძე

"ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი  ცილისწამების და შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემ წინააღმდეგ"იმედის" ეთერით. ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური მენტალიტეტის მასიური გამოყენებაამომრჩევლის გარკვეულ წრეზე ზეწოლის მოსახდელად და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

მართალია,"ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ძალისხმევა და ასევე ისმხარდაჭერა, რომლესაც ვიღებდით სხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოებისწარმომადგენლებისგან, დღეს არ გახდა წარმატების მისაღწევად საკმარისი, მაგრამ ჩვენ ამ სურათსაუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევძელით როგორცჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლებისშესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნებზე მოსვლა და შენი ამ პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა შავგულიძემ