დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

ქალაქ თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საკრებულო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო