საქართველოს ნატოში მიღება დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე - კარასინი

საქართველოს ნატოში მიღება დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე - კარასინი

პრაღაში მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი, რომლის დაწყებამდე რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა " დამღუპველი" უწოდა დასავლეთის წარმომადგენლების, პირველ რიგში აშშ-ის მცდელობას ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე.

"ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ იგი, ჩვენი აზრით დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე" - განაცხადა კარასინმა 13 ივნისს პრაღაში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში