„თბილისი პრაიდის“ აქციის ფარგლებში მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა

„თბილისი პრაიდის“ აქციის ფარგლებში მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა

მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ კანცელარიის ტერიტორიიდან  გაიყვანა.

როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, გიორგი თაბაგარი არ არის დაკავებული, მოხდა მისი ტერიტორიიდან გაყვანა.

ამასთან, კანცელარიასთან მიმდინარეობს კონტრაქცია, რომელსაც ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერი პირების მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ არატრადიციული ნორმის გავრცელებას ქვეყანაში და არ მისცემენ შესაძლებლობას, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ ერთკვირიანი ღონისძიება ჩააატარონ.

ამასთან, კანცელარიასთან კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, „პრაიდის“ ორგანიზატორების ნაწილმა სცადა, რომ კანცელარიასთან მისულიყვნენ და გაემართათ აქცია, თუმცა პოლიციამ ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა