89 წლის ქალი კილიმანჯაროზე ავიდა

89 წლის ქალი კილიმანჯაროზე ავიდა

89 წლის ამერიკელმა ქალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და კილიმანჯაროზე ავიდა. ინფორმაციას ABC 15 ავრცელებს.

ქალმა აქამდე უკვე დაამყარა ეს რეკორდი, თუმცა შეიტყო, რომ მას ტიტული სხვა ქალმა წაართვა. ტიტულის დაბრუნების მიზნით, ქალი მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე კიდევ ერთხელ ავიდა. 

აფრიკაში ვიზიტისა და მწვერვალზე ასვლისთვის ქალს ამჯერად 9 დღე დასჭირდა.