9 წლის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ განაჩენი გაასაჩივრა

9 წლის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ განაჩენი გაასაჩივრა

რამდენიმე თვის წინ გორის რაიონულმა სასამართლომ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა.

მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ნებიერიძის უფლებადამცველის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური არ არის და ის საზოგადოების გულისწყრომის დასაცხრობად მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში.

სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვისას ნებიერიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.