„დაე, იჯდეს თავის საქართველოში“ - რუსი პროდიუსერი ნინო ქათამაძეზე

„დაე, იჯდეს თავის საქართველოში“ - რუსი პროდიუსერი ნინო ქათამაძეზე

რუსი პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი რადიოსადგურ “Говорит Москва”- სთან ინტერვიუში ქართველი მუსიკოსის, ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე, იჯდეს თავის საქართველოში, იქ იგასტროლიოროს. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყოველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო”.- განაცხდა პროგოჟნმა.

შეგახსენებთ, ნინო ქათამაძემ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთში გამართული მისი კონცერტი ბოლო იყო და სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს.