ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით  დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ დღეს დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებში ჩართვას გეგმავს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის პარტიული პრეზენტაცია და არ გულისხმობს განხილვის პროცესს, თუმცა ისინი დასძენენ, რომ შემდგომ პროცესებში ჩაერთვებიან. 

დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება საჯარო განხილვები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორიშო ორგანიზაციის წევრები. 

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, საკონსტიტუციო ინიციატივის "პროპოციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას გამართავს.