ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებენ პატიმრობას - ოთარ კახიძე

ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებენ პატიმრობას - ოთარ კახიძე

ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას:     

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლომაც კი გააუქმა მერაბიშვილზე გაცემული უარი და დაავალა, დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოეცა, იუსტიციის სამინისტრო მაინც ხელმძღვანელობს პოლიტიკური შეხედულებებით და ივანე მერაბიშვილს დაუსაბუთებლად, ყოველგვარი რეალური არგუმენტის გარეშე უხანგრძლივებს პატიმრობას. ივნისში სტრასბურგში იქნება მინისტრთა კომიტეტის სხდომა და ვნახოთ, ევროსაბჭოს როგორი რეაქცია ექნება“