„არსებულ სიტუაციაში თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს რუსეთია“ - სოფო კილაძე

„არსებულ სიტუაციაში თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს რუსეთია“ - სოფო კილაძე

რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ სიტუაციაში თუ ვინმეს მოსახდელი აქვს ბოდიში, ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაცია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი.

„რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ სიტუაციაში თუ ვინმეს მოსახდელი აქვს ბოდიში, ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს უამრავი დევნილი, უამრავი დახოცილი ადამიანი, ოკუპირებულია ტერიტორიები და ამაზე ცალსახად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ბოდიში მან უნდა მოიხადოს ვისი პასუხისმგებლობაცაა", - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ „ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა".