„ამჟამად ბოდიში აღარ უშველის, გახარია უნდა გადადგეს“ - აქციის ერთ-ერთი მონაწილე

„ამჟამად ბოდიში აღარ უშველის, გახარია უნდა გადადგეს“ - აქციის ერთ-ერთი მონაწილე

„შერატონ მეტეხი პალასთან“, საარჩევნო სისტემის რეფორმის წარდგენის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თათია წულაძის თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნა შს მინისტრის გადადგომაა.

"ჩვენი ორი მოთხოვნა - პროპორციული არჩევნების ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გთავისუფლება, დაკმაყოფილდა, დარჩა მესამე - უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ამჟამად ბოდიში აღარ უშველის, გახარია უნდა გადადგეს. მსოფლიომ გაიგო ჩვენი ხმა და იმედი მაქვს, რომ მთავრობაც გაიგებს და დააკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნას", - განაცხადა თათია წულაძემ.