ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას შეიტანენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას შეიტანენ

რიგი ქვეყნები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას შეიტანენ. ამის შესახებ პოლონეთის სენატის მარშალმა, სტანისლავ კორჩევსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის მომზადებაზე თანხმობა განაცხადა პოლონეთმა, უკრაინამ, ლიეტუვამ. ლატვიამ, ესტონეთმა, სლოვაკეთმა და საქართველომ.

“ყველანი აღშფოთებულებია არიან ამ სიტუაციით. ქვეყნების წარმომადგენლებმა მითხრეს მე, რომ სურთ მოამზადონ ერთობლივი რეზოლუცია, მაგრამ აქ, ლიუბლინში, ლიუბლინის უნიის ხელმოწერის 450 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ეს ძალიან ძნელი იქნება. ამის ნაცვლად ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივი შეხვედრის რაც შეიძლება მალე გამართვის შესახებ”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი სრულად აღადგინა უფლებებში. საპასუხოდ ამისა უკრაინის დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი. მას შეურთდნენ ლიტვის, ესტონეთის და საქართველოს დელეგაციები, აგრეთე დეპუტატები პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან, მხარდაჭერის ნიშნად მათ ევროპის საბჭოს კრიტიკით ერთობლივი განცხადება შეადგინეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს უფლებამოსილებები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუზღუდეს.