აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებული და აღფრთოვანებულია ოხანაშვილი 

აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებული და აღფრთოვანებულია ოხანაშვილი 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მსჯელობენ, რომელსაც დეპუტატების გარდა სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებიან:       

„აქ მოვედი, არა იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია, აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა ამ ცუდ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის შესახებ და არა ამ დემაგოგიის მოსასმენად, მოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეხვედრა იმართებოდა სამოქალაქო სექტორის ინიციატივით. ახლა იმის მოსმენა, რომ როგორი საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს მათ და რომ უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ამის მოსმენა. არ მინდა, ამისთვის დავხარჯო დრო. როცა ყველა გაკრიტიკებს, გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და მოსწონს მხოლოდ ჩინჩალაძის ჯგუფს, მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ“