„ეს არის ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესი პატარა პარტიების გასაძლიერებლად“ - ზვიად ძიძიგური

„ეს არის ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესი პატარა პარტიების გასაძლიერებლად“ - ზვიად ძიძიგური

პოლიტიკური ვითარების მიხედვით, პარტიებს გემოვნება, მადა და ტემპერამენტი ეცვლებათ, მაგრამ ჩვენ ამის მიხედვით კონსტიტუციას ვერ გადავწერთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა პატარა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის დემოკრატიული პროცესია.

„თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტია 20 პროცენტის აღების შემთხვევაში იღებდა 15 მანდატს, ახლა აიღებს 30 მანდატს და რატო მისდევენ ეს პარტიები სხვა პარტიას, ერთი მანდატი, ორი მანდატი აიღო თუ არ აიღო და რატომ არიან წინააღმდეგი იმის, რომ პოლიტიკური ველის დივერსიფიცირება მოხდეს პარლამენტში შიგნით? ეს არის ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესი იმ პარტიების გასაძლიერებლად, რომელსაც ჩვენ პირობითად პატარა პარტიებს ვეძახით.

არავისთან ვაჭრობა არ იქნება საჭირო, ყველა პარტიას, რომელსაც ან თავმოყვარეობა აქვს, ან ლიდერი ჰყავს ისეთი, რომ შეუძლია ამომრჩევლის ყურამდე და გულამდე მიიტანოს სათქმელი, ყველა შეიყვანს წარმომადგენელს პარლამენტში“, - განაცხადა ძიძიგურმა.