პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

სასწრაფო დამხარების ბრიგადამ ლემონჯავა „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.