„სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ“

„სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ“

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ვინც 20 ივნისს, პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მცდელობაში  მონაწილეობას იღებდა, ყველა უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ინიციატივის - “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.

„პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს ეს არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 20 ივნისს, როგორი იყო მოწოდებები და როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. გადატრიალებით, დამხობით და სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, რადგან ამას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ.