„ეს იყო ერთგვარი პროვოკაცია“ - კობახიძის კომენტარი გავრილოვთან ერთად გადაღებულ ფოტოზე

„ეს იყო ერთგვარი პროვოკაცია“ - კობახიძის კომენტარი გავრილოვთან ერთად გადაღებულ ფოტოზე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 19 ივნისს, ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში გადაღებულ ფოტოს, რუსი დეპუტატის მხრიდან პროვოკაცია უწოდა. 

„როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა“, - განაცხადა კობახიძემ.