Art-გენი 2019 -ის თბილისის ტური დღეს გაიხსნება

Art-გენი 2019 -ის თბილისის ტური დღეს გაიხსნება

დღეიდან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2019“ -ის თბილისის ტური გაიხსნება. ფესტივალი 14 ივლისს დაიხურება.

მე-16 Art-გენზე,  ტრადიციული პროგრამის გარდა, მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელის.

ფესტივალი 14:00 საათიდან გამოფენებით გაიხსნება. დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინის და ლუდის სივრცეები, 18:00  საათიდან  - სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, 20:00 საათიდან კი თანამედროვე მუსიკის  კონცერტები დაიწყება.

7 ივლისს, „Art-გენის“  თბილისის ტურს დათო ევგენიძე  გახსნის.  

ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“კონცერტს  დაესწროს, სადაც SALIO, The bearfox და Lua წარსდგებიან.

8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool  და ბაკურ ბურდული გააგრძელებს,  9 ივლისს - REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური.  დასკვნით კონცერტამდე  „ჰოროლი“-ს  ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. 

 11 ივლისს  „Art-გენის“ სცენა  ჯგუფ „ფრანს“  დაეთმობა. 12 ივლისს მაყურებელს  ნინო ქათამაძის  კონცერტი ელოდება., 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე  წარსდგება. 14 ივლისს კი Art-გენი 2019  „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019“-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და   22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა. 

 2004  წლიდან დღემდე ფესტივალმა Art გენმა არაერთი  ახალი ანსამბლის,   ჯგუფის და მუსიკოსის  ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალიდა საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრიჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .

ფესტივალი „Art-გენი“ 2004  წელს დაფუძნდა.  ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა  მთელი  საქართველოს მასშტაბით, უნიკალური  ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია  და დაარქივა.  მათ  შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. 

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეშიწარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე  მნიშვნელოვანი  წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის  პოპულარიზაციის ხელშეწყობასა  და რეგიონებში ფოლკლორული  ანსამბლების განვითარების  საქმეში. ერთ-ერთი  პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს  თავისი  შემოქმედების  მთელი  ქვეყნის მასშტაბით  წარმოჩენის შესაძლებლობა  მისცა და  განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.