ekassssssssssssssss

 რუსეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მწერლის, ჟურნალისტის, «Свободная Пресса“-ს   მთავარი რედაქტორის, ზახარ პრილეპინის სარკასტული წერილი იოსებ სტალინს.

წერილი  ამხანაგ სტალინს

ზახარ პრილეპინი ფოსტალიონი გახდა

 

სოციალიზმი აშენდა.

დავასახლოთ იქ ადამიანები..ბორის სლუცკი

 

ჩვენ დავსახლდით შენს სოციალიზმში. მერე კი ჩვენვე გავინაწილეთ შენ მიერ შექმნილი ქვეყანა.

 

ჩვენ გამოვიმუშავეთ მილიონები შენი მონებისა და მეცნიერების მიერ შექმნილ ქარხნებში.ჩვენ გავაკოტრეთ შენ მიერ აშენებული საწარმოები,ამონაგები თანხები კი საზღვარგარეთ გავიტანეთ,სადაც ჩვენთვის სრასასახლეები ავიშენეთ.შენ არასოდეს გქონია ამგვარი აგარაკები, ნაყვავილარო მახინჯო,გონჯო..

ჩვენ გავყიდეთ შენგან საფუძველჩაყრილი  ყინულმჭრელები და ატომმავლები,სანაცვლოდ კი იახტები შევიძინეთ.ეს სულაც არ გახლავთ მეტაფორა,ეს დღევანდელი რეალობაა,ჩველი ბიოგრაფიის ფაქტებია.

ამიტომაა,რომ შენი სახელის ხსენება გვზარავს,გვაქავებს,ნეტავ  არასოდეს ყოფილიყავი,აღარც არასოდეს იყო..

შენ შეუნარჩუნე სიცოცხლე ჩვენ მოდგმას,ჩვენ ჯიშს..შენ,რომ არა ჩვენ პაპებსა და პაპისპაპებს სულს ამოხდიდნენ გაზის კამერებში,აკურატულად დახვრეტდნენ ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე,რითაც სამუდამოდ გადაწყვეტდნენ ჩვენ პრობლემას.შენ შვიდფენად დააწყვე რუსი ადამიანები რათა ჩვენი თესლი და ჯილაგი გადაგერჩინა..

როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობთ, ვამბობთ- თავადაც ვიბრძოდით,საკუთარ თავს ვეუბნებით,რომ ამას რუსი ხალხის ზურგით ვაკეთებდით.. ნამდვილი ბრძოლა საკუთრივ რუსეთში გამოგვივიდა იმიტომ,რომ მამულს ვიცავდით.საფრანგეთში,პოლონეთში,ჩეხეთსა თუ უნგრეთში ასე კარგად არ გვიბრძოლია,იქ,უცხოობაში ერთად გვაგროვებდნენ და გვწვავდნენ..დიახ,საუკეთესო ბრძოლები ჩვენ ქვეყანაში გამოგვივიდა სადაც შენ საზიზღარ ფრთებქვეშ ვპოვეთ ხსნა-გადარჩენა.

არ გვსურს,რომ შენი მადლიერნი ვიყოთ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის ულვაშა სულძაღლო!

ჩუმად,ჩვენთვის მშვენივრად ვუწყით-რომ არა შენ არც ჩვენ ვიქნებოდით..

ეს ადამიანური არსებობის ჩვეულებრივი კანონია:არავის სურს ხანგრძლივად ვინმეს მადლიერი იყოს.ეს მომქანცველია! ნებისმიერ ადამიანს  აღიზიანებს და აღონებს იმის შეგნება,რომ იგი ვინმეს მიმართ ვალდებულია.გვსურს,რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მადლიერნი ვიყოთ-პატივიც საკუთარ ნიჭს,ვაჟკაცობას, გმირობასა და ინტელექტს მივაგოთ.

მით უმეტეს გვძულს ისინი ვის წინაშეც იმდენად ვართ დავალებულნი,რომ  ვალის გადახდა არაფრით ძალგვიძს.იქნებ ამ ვალის  გასტუმრება სულაც არა გვსურს?!

საქმეს იმგვარ იერს ვაძლევთ, თითქოსდა არც ვართ დავალებულნი,არაფერი გვისესხნია,ჩვენვე გამოვიმუშავეთ ყოველივე..სულაც სხვაგვარად იყო საქმე,ვიღაცამ საჩუქრად გვიძღვნა ასი ტონა მსხვილ ბანკნოტიანი კუპიურები,უფრო კი ქუჩაში მუქთად ეყარა და არც არავის ჭირდებოდა,უბრალოდ დავიხარეთ და წამოვკრიფეთ..ასე რომ,ჩამოგვშორდი,გაგვეცალე გზიდან,თვალებში ნუ გვეჩხირები არამზადავ, შე გარეწარო!

შენგან თავის დასახსნელად სულ ახალახალ მითებს,ალტერნატიულ ისტორიებს ვთხზავთ, შულერობისა და უტვინო ტყუილების ჟანრში,რაც აღმაფრთოვანებელ არამზადულ დემაგოგიასთანაა შეზავებული.

სანაცვლოდ კი ვამბობთ,რაც სიმართლისაგან არც ისე შორსაა,რომ შენ პერიოდულად ჟლეტდი რუს ერს.ტრადიციულად ათჯერ,ასჯერ თუ ათასჯერ ვზრდით მსხვერპლთა რიცხვს, თუმცა ეს დეტალებია.სანაცვლოდ ვჩუმდებით იმაზე,თუ რამდენად გვკიდია ფეხებზე ეს ერი,მისი იტელიგენცია.. ერის დღევანდელ გადაშენებაშიც შენ გდებთ ბრალს,რასაც თავდავიწყებით ვაკეთებთ-რა მომხიბლავი პარადოქსია არაა?! ცხადია ჩვენ არ მოგვიკლავს  რუსული სოფელი,რუსული მეცნიერება..ჩვენ არ ვართ ბრალში,რომ ჩვენი ინტელიგენცია  პირუტყვის,ლოთბაზარების დონემდე დავიდა-ნუ დაგვცინი წყეულო! ესეც შენი ნაავკაცარიაა,დიახ შენი რომელიც თითქმის სამოცდაათი წლის ჩაძაღლებული ხარ! ნუ იცინი,ასეა!ჩვენ რა შუაში ვართ?.როცა აქაურობას მოვევლინეთ ,ყოველივე დალეწილი და განადგურებული დაგვიხვდა.ჩვენი მილიარდები საკუთარი ოფლით გამოვიმუშავეთ,ცარიელ ალაგას..დედას გეფიცებით,ასე იყო,დიახ ზუსტად ასე! ავი ძაღლივით არც თავად ჭამდი და არც სხვას აძლევდი გასაქანს..შეგერგო  ეს ერთი ციდა წუთისოფელი და ჩვენც გემოზე გვებალახა..თან რა წაიღე ბებერო ქოფაკო? შენივე აღზრდილებმა მადლობა საფლავიდან ამოგდებით გადაგიხადეს,ღმერთმანი,ახია შენზე!

უკიდურეს შემთხვევაში რუსი ეთნოსის დაღუპვა-გადაგვარებას ობიეტურად მიმდინარე პროცესებს მივაწერთ.ეს შენ დროს ჟლეტდნენ ადამიანებს,ახლა კი ისინი თავისით,ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იღუპებიან.შენ იმდენის მოსპობას ვერ ასწრებდი,რამდენიც სადღეისოდ საკუთარი ნება-სურვილით კვდება.რას იტყვი,განა ეს ობიექტური პროცესის შედეგი არაა?

ჩვენ ასევე ვამბობთ,რომ ომშიც შენ ჯინაზე,შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გავიმარჯვეთ.ხო,მართალია მას მერე ვინმეს ჯინაზე რუსეთში აღარაფერი გაკეთებულა მაგრამ მაინც...მაგალითად,არც ვინმეს ჯინაზე და არც ვისიმე წყალობით ვერა და ვერ ხერხდება ამ ქვეყნის ძლევამოსილ სახელმწიფოდ ქცევა..რა გაეწყობა? ტფუი, კვლავ პარადოქსი გამოდის,ეშმაკმა დალახვროს!

მართალია ამისი არც ერთი სამხილი,არც ერთი საბუთის ნაგლეჯიც კი არავის უნახავს მაგრამ მაინც ვამტკიცებთ,რომ ომის დაწყებაც შენვე გსურდა..

ჩვენ ვამბობთ,რომ შენ მოკალი ყველა წითელი ოფიცერი,ეს სამხედრო სპეციალისტები დიდების პიედისტალზე აგვყავს.ვინც შენ გადაგირჩა სასტიკატ გვძულს,მათ ლაფში ვსვრით და ვტკეპნით.შენ მოკალი ტუხაჩევსკი და ბლიუხერი,მაგრამ ვოროშილოვი და ბუდიონი ცოცხლები დატოვე.პასუხიც ნათელია-ეს ორი უკანასკნელი, ცხადია უტვინო ნაბიჭვარია.ბლიუხერი და ტუხაჩევსკი,რომ გადარჩენილიყვნენ უტვინო ნაბიჭვრების იარლიყი მათ დაამშვენებდათ..

ასეა თუ ისე ჩვენ მყარად ვუწყით,რომ არმია და მეცნიერება თავკაცების გარეშე დატოვე.მერა რა,რომ შენ დროს არმიაც გვყავდა და მეცნიერებაც..რას ვერ ხვდები? ესეც შენ ჯინაზე მოვახერხეთ..მერე რა,რომ ახლა არც ერთი გვყავს და არც მეორე?ეს სულაც არ აყენებს ჩრდილს ჩვენ თავდაჯერებულობას.

ჩვენ ვამტკიცებთ,რომ იმ სასტიკი ომის წინ არ მოისურვე „დასავლეთის დემოკრატიებთან“ მოლაპარაკება.მერე რა მოხდა თუ მშვენივრად ვიცით,რომ ის „დემოკრატიები“ კოხტად დაუწვნენ ჰიტლერს.. დანარჩენები ,დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ფაშიზმის თავგადაკლული მიმდევრები იყვნენ,ასე ვთქვათ,ფაშისტურ სახელმწიფოებს აშენებდნენ.მეტიც,არამიწიერი,ღვთაებრივი  ნათლით მოსილი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური წრეები გულუხვად ამარაგებდნენ ჰიტლერს საარაკო ოდენობის კაპიტალით.

ჩვენ ყველასა და ყველაფერს მივუტევეთ!გამონაკლისი მხოლოდ შენ ერთადერთი ხარ!

შენ ენითუთქმელი ზიზღით სძულხარ ყველას, „დასავლეთის დემოკრატიებსაც“ და „დასავლეთის ავტოკრატიებსაც“,მით  უფრო იმ ფინანსისტებს გულუხვად,რომ ატენიდნენ კაპიტალს  ჰიტლერს..რატომ სძულხარ? იმიტომ,რომ მშვენივრად იციან თუ ვისთან ქონდათ საქმე ოდესღაც შენი სახით.

მათ საქმე ქონდათ ჩვენთან,  დღევანდელობასთან შედარებით სრულიად საპირისპირო ფენომენთან.შენ სავსებით განსხვავებული ათვლის წერტილი ხარ.შენ სხვა პოლუსი ხარ.ხარ იმ პროგრამის მატარებელი,რომელსაც ვერასოდეს დაიტევს ჩვენი საბრალო ცნობიერება.

შენ იმ ქვეყანას თავკაცობდი,რომელმაც გაიმარჯვა კაცობრიული ისტორიის მანძილზე ყველაზე  საზარელ ომში.

შენ მიმართ სიძულვილი მხოლოდ  საქმეთა შენთა თანაზომადია.

სძულთ ის ვინც ქმნის,აკეთებს.უსაქმურთა მიმართ არავითარი პრეტენზია არ არსებობს. ვისაც არ ახსოვს ან არ სურს,რომ ახსოვდეს თუ რას აკეთებდნენ საფრანგეთის,ნორვეგიის,თუგინდ პოლონეთის  ლიდერები შეგვიძლია გავახსენოთ.

მათ არ გაუციათ ბრძანება-„არც ერთი ნაბიჯი უკან!“, „საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად“არ შემოუღიათ სათანადო დამცავი რაზმები(სწორად ასე ვსაუბრობთ შენზე,ჩვენ ალტრუისტები და არავერცხლისმოყვარენი).მათ მტრისთვის არ შეულეწავთ დივიზიები და ლეგიონები,სისხლით არ დაუტბორავთ მინდორ-ველები ერთი მცირე,უმნიშვნელო სიმაღლის ასაღებად.ისინი არ აიძულებდნენ მოზარდებს ქარხნებში მუშაობას,არც სამუშაოზე დაგვიანებისთვის შემოუღიათ მხეცური ზომები.არა და არა!მათი მოქალაქეები,მილიონობით ადამიანი მშვიდად და პასუხისმგებლობის გრძნობით შრომობდა და ემსახურებოდა ჰიტლერს,ფაშისტურ გერმანიას.რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ? საკაცობრიო პრეტენზიები მხოლოდ შენკენაა მომართული.

შენ დროს შეიქმნა კოსმოსის ათვისების საფუძვლები. კიდევ კარგი,რომ არ დაგცალდა ,რომ კოსმოსში ადამიანის გაფრენას შესწრებოდი,თორემ ეს მთლად აუტანელი იქნებოდა.. წარმოგიდგენია ხელმწიფემ,ულვაშა კეისარმა,რომელმაც დედამიწას ახლებური,მისეული საზღვრები დაუწესა,ზღაპრული ფრთოსანივით როგორ ააფრინა დედამიწის მკვიდრი ძეხორციელი უკიდეგანო კოსმოსში თავისი მარადმხრჩოლავი ჩიბუხიდან.!

ცოტაც,სულ რაღაც ნახევარი საუკუნეც,რომ დაგცლოდა ვერავინ დაახურდავებდა კოსმოსურ ოდისეას აი-პადებსა და კომპიუტერულ თამაშებზე.

ხო მართლა,შენ დროს შექმნეს ატომური იარაღი,რამაც პლანეტა ბირთვული კატასტროფისგან იხსნა.შენი მადლია,რომ ამერიკელთა ატომური დარტყმების სამიზნედ პეტერბურგის ნაცვლად აალებული ხიროსიმა იქცა,კიევის განადგურებისთვის გამიზნული სიკვდილი კი თავის თავზე ღრუბლიანმა და მშვიდობიანმა ნგასაკიმ აიღო.. ცხადზე უცხადესია,რომ ყოველივე ჩვენთვის უძვირფასესი დიადი დემოკრატიის ზეიმისთვის მოხდა!

შენ შექმენი ისეთი ძლევამოსილი რუსეთი,რომლის მსგავსი სახელმწიფო არავის ახსოვს დედამოწაზე,არც ერთ იმპერიას არ მიუღწევია იმ სიმაღლისთვის რასაც რუსეთმა შენს ეპოქაში მიაღწია.

ყოველივე ეს ვის შეიძლება,რომ მოწონდეს?

ყოველ ღონეს ვხმარობთ,მაგრამ ვერაფრით ვახერხებთ შენი მემკვიდრეობის განიავებას,ვერაფრით შევძელით,შენი სახელის,შენი დიადი ნაამაგარის ნათელი ხსოვნის ჩანაცვლება შენივე საარაკო დანაშაულებების შავბნელი ხსოვნით.

ჩვენ ყველაფრით შენგან ვართ დავალებულნი.წყეულიმც იყავ!

 

რუსული ლიბერალური საზოგადოება

 

ჩაწერილია ზახარ პრილეპინის მიერ