Facebook-ის სათაო ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა

Facebook-ის სათაო ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიის შტატის, ქალაქ მენლო-პარკში Facebook-ის სათაო ოფისში ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

DW-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა საეჭვო ამანათი, რომელიც საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. ამანათი სპეციალური მოწყობილობით შეამოწმეს. წინასწარი ვერსიით, მასში ნერვულ-პარალიტიკური შხამის, „ზარინის“ კვალია აღმოჩენილი.

ამჟამად ცნობილია, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, პროფილაქტიკის მიზნით მოხდა.

პოლიციამ და ფედერალური საგამოძიებო ბიურომ მომხდარის ძიება დაიწყო.