Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება

Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება

Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.

სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელსაც ასევე Instagram-ი და WhatsApp-ი ეკუთვნის, განაცხადა, რომ სამ აპლიკაციას შორის საერთო მიმოწერის სისტემა შეიქმნება.

რაც შეეხება დასახელებებს, Instagram-ის ახალი დასახელება Instagram from Facebook, WhatsApp-ის კი WhatsApp from Facebook იქნება. კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, მათ სურდათ ხაზი გაესვათ, რომ ორივე სერვისი Facebook-ის ნაწილს წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე ახალი დასახელებები მხოლოდ App Store-სა და Google Play-შიგამოჩნდება, სმარტფონების ეკრანებზე კი აპლიკაციების დასახელებები უცვლელი დარჩება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო ეტაპზე ეს ცვლილება უშუალოდ აპლიკაციებსაც შეეხოს.