NBA-ში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა

NBA-ში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 110:99 დამარცხდა.

ბითაძემ 4:26 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა. მომდევნო მატჩს 20 წლის ქართველის გუნდი სტუმრად „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ 29 ოქტომბერს გამართავს.