NDI არ არის საუკეთესო მსაზღვრელი პარტიული მხარდაჭერის - ოთარ კახიძე

NDI არ არის საუკეთესო მსაზღვრელი პარტიული მხარდაჭერის - ოთარ კახიძე

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ NDI-ის კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ NDI არ არის საუკეთესო მსაზღვრელი პარტიული მხარდაჭერის. 

„NDI-ის კვლევა განსხვავდება სხვა კვლევებისგან იმით, რომ ზედმეტად მაღალია უარი პასუხზე, ზედმეტად მაღალია გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც არ ასახელებენ საკუთარ არჩევანს.

ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო მეტად ამჯობინებს არ გათქვას თავისი არჩევანი. შესაბამისად მკვლევარების პასუხისმგებლობაა ისე წარმართონ ანგარიში, რომ ჩაეძიონ გამოკითხულებს და მიიღონ მათგან პასუხები.

NDI არ არის საუკეთესო მსაზღვრელი პარტიული მხარდაჭერის. გამოკითხული რესპონდენტების ნახევარი უბრალოდ არ ამბობს ვის აძლევს ხმას“, - განაცხადა ოთო კახიძემ.