Soft Eject-ის კონცერტისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

Soft Eject-ის კონცერტისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯგუფის - Soft Eject კონცერტზე დასწრების მსურველებს 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. 

ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.