„TV პირველის“ მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა

„TV პირველის“ მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა

 2-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია.

“ტვ პირველის“ სერვერი გათიშულია. ეს ტექნიკური ბაზაა, რომელითაც არხი მაუწყებლობს. პირველადი მონაცემით, სერვერზე გამთენიისას კრიპტოვირუსი დაფიქსირდა. დაშიფრულია სერვერი, არხი პარალიზებულია. მაუწყებლობა მხოლოდ შესაძლებელია ლაივ რეჟიმში.

“ტვ პირველი“ ცდილობს სარეზერვო რესურსებზე გადასვლას. ტელევიზიაში კი უკვე იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფი, მათ ამოიღეს სერვერი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვნის ერთადერთი შანსი არის ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა, იმისთვის რომ ხმა მივაწვდიონოთ მაყურებელს. ჩვენ ვერ ვაჩვენებთ მათ ჩაწერილ კომენტარს, ვიდეოს, დამუშავებულ მასალას. მხოლდოამხოლოდ შეგვიძლია გაჩვენოთ, თუ რა ხდება რეალურ დროში“ , - ამბობს დიანა ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, დღეს ტვ "პირველზე" კიბერ შეტევა განხორციელდა.