Twitter-ის მუშაობაში მასშტაბური შეფერხებაა

Twitter-ის მუშაობაში მასშტაბური შეფერხებაა

მომხმარებლებმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ფუნქციონირებაში შეფერხების შესახებ განაცხადეს. ამაზე ინტერნეტ-პორტალ Downdetector-ის მონაცემები მოწმობს.

მომხმარებელთა 45%-მა განაცხადა, რომ პრობლემა უშუალოდ სოციალური ქსელის ვებ-გვერდს ჰქონდა. 30%-მა კი Twitter-ის iPhone და iPad-ის აპლიკაციების მუშაობის გაუმართაობის შესახებ განაცხადა, ხოლო 24%-მა – ანდროიდის.

მასშტაბურმა შეფერხებამ მოიცვა აშშ, იაპონია, დასავლეთ ევროპა და რუსეთი.

აქამდე შეფერხება მოხდა Facebook-ის მუშაობაშიც. მაშინ შეფერხებამ მსოფლიოს 10 ქვეყანა მოიცვა.