Twitter-ი პოლიტიკურ რეკლამას აღარ განათავსებს

Twitter-ი პოლიტიკურ რეკლამას აღარ განათავსებს

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი აცხადებს, რომ  სოციალური ქსელი პოლიტიკურ რეკლამას აღარ განათავსებს.  

როგორც დორსმა საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, 2019 წლის 22 ნოემბრიდან Twitter-ი ქსელში ფასიან პოლიტიკურ რეკლამას საარჩევნო თემებზე და პოლიტიკურ თემებზე აღარ განათავსებს. 

ჯეკ დორსის განცხადებით, მისმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება რისკების არსებობის გამო მიიღო, რომლებიც აზრის ფორმირების და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში არსებობს.