Unesco-მ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა

Unesco-მ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა

იუნესკოს გენერელურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ განაცხადა, რომ 2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი გახდება. გადაწყვეტილება მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის კომიტეტის რეკომენდაციას ეფუძნება.

პროგრამის მიხედვით, მასპინძელი ქალაქის მიზანია ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას ყველა სოციალური ფენისთვის. პროგრამა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებისგან შედგება და ფოკისურებულია იმაზე, რომ თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით ახალგაზრდებში კითხვის ინტერესი გაიზარდოს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბიბლიოთეკები, წიგნის ფესტივალი ბავშვებისთვის, თანამედროვე ციფრული პროექტი, რომლითაც წიგნებს თამაშად აქცევენ და იგეგმება პირველი ქართული გამომცემლობის რესტავრაცია.

სადღესასწაულო/საზეიმო წელი დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.

იუნესკოს მიერ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებულ ქალაქებს ევალებათ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ღონისძიებების ორგანიზება მთელი წლის განმავლობაში. 2001 წლიდან ამ ტიტულის მატარებელი ოცდამეერთე ქალაქია თბილისი კუალა ლუმპურისა (2020) და შარჯას (2019) შემდეგ. მანამდე გამარჯვებულებია მადრიდი (2001), ალექსანდრია (2002), ნიუ დელი (2003), ანვერსი//ანტვერპენი (2004), მონრეალი (2005), ტურინი (2006), ბოგოტა (2007), ამსტერდამი (2008), ბეირუთი (2009), ლუბლიანა (2010), ბუენოს აირესი (2011), ერევანი (2012), ბანგკოკი (2013), პორტ-ჰარკორტი (2014), ინჩეონი (2015 წ.), ვროცლავი (2016), კონაკრი (2017) და ათენი (2018).

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის დასახელების საკითხებზე საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის (IPA), ბიბლიოთეკის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციისა (IFLA) და იუნესკოს წარმომადგენლები.

https://en.unesco.org/news/tbilisi-named-world-book-capital-2021?fbclid=IwAR0d14rYrQuiaN_MmUdBUw8LmL7H83d_YrmEDtzjUVrNQRC1OHmtUFjZ9U0