Walt Disney Company CIS-ის  უკვე ქართველი გენერალური დირექტორი ჰყავს

Walt Disney Company CIS-ის უკვე ქართველი გენერალური დირექტორი ჰყავს

ცნობილი მულტიპლიკატორის, ამერიკული  ანიმაციური ინდუსტრიის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, უოლტ დისნეის დაარსებული კომპანიის  Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა.

მან Disney-ში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიწყო. Disney- ოფისს ის დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ის Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კახა აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.