აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საზოგადოება

გამოქვეყნებულია  165 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ანდრო ბიწაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის და აბულის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
  • unipress