ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული

ემანუელ მაკრონი

გამოქვეყნებულია  163 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული - განაცხადა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა:     

"ვიცი, რომ ეს ყველასგან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ აუცილებელია. სიტუაცია შემაშფოთებელია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენ მეორე ტალღა გვაქვს და ეს ხდება მთელს ევროპაში. ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული ",- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 137 ევროს ოდენობით განისაზღვრა. ემანუელ მაკრონის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა არ იგეგმება და ადამიანებს რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული
  • unipress