ავსტრალია სააღდგომოდ ქვეყნის შიგნით მიმოსვლას კრძალავს

ავსტრალია

გამოქვეყნებულია  172 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ავსტრალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით მიმოსვლას კრძალავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წესების დაცვა, არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ რა ტემპერატურაა. თუ თბილა, არ გახვიდეთ სანაპიროზე. დარჩით სახლში“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, სკოტ მორისონმა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა. ავსტრალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 5 200 შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 28 ადამიანი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ავსტრალია სააღდგომოდ ქვეყნის შიგნით მიმოსვლას კრძალავს
  • unipress