ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება

მთავრობა

გამოქვეყნებულია  265 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

"მინდა, ფინანსთა სამინისტროს დავავალო, იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და უკვე ფაქტია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა და ჩვენ გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით ის ნაბიჯი, რომ ერთხელ უკვე გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და თუ არ ვცდები, ეს არის საგადასახადო გადავადების დაახლოებით 30 მილიონამდე შეღავათი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, რომ მათ ყოველდღიური, აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება
  • unipress