ავღანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსი

გამოქვეყნებულია  219 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

„ალ ჯაზირა“-ს ინფორმაციით, ავღანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, ქაბულში მდებარე საპატიმრო 98 თალიბმა დატოვა. მათი გათავისუფლება მოხდა ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ რანის მიერ 11 მარტს ხელმოწერილი დეკრეტის ფარგლებში, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში თალიბი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პატიმრების გათავისუფლება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის და სასჯელის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით მოხდა.

როგორც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 10 მარტის შემდეგ 650 თალიბი პატიმარი გათავისუფლდა და იგეგმება კიდევ 850 მსჯავრდებულის გათავისუფლება


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ავღანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლეს
  • unipress