ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს

ავღანეთი

გამოქვეყნებულია  332 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს.

 ქვეყნის დასავლეთით მდებარე ღურის პროვინციაში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარების არასამართლიანი გადანაწილება გააპროტესტა, აქციაზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი იმყოფებოდა, მათ სამართალდამცველების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს და გუბერნატორის სახლში ცდილობდნენ შეჭრას, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა მიმართ ცეცხლი გაუხსნა. დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.

ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელმა კომიტეტმა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს
  • unipress