აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, შაჰმარ მოვსუმოვის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში 18 იანვრიდან დაიწყება.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთსა და იმავე ვაქცინას ყიდულობენ. როგორც ყველა სხვა, ისე ამ საკითხშიც, აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატა".
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა

0 კომენტარი