აია სოფიას სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვართ

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნებულია  395 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის მიერ აია სოფიას მეჩეთად გამოცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან:                    

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აია სოფიას სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ თუქეთის მთავრობა რჩება ერგული, აია სოფია ყველა ვიზიტორისთვის ღია იყოს. მოუთმენლად ველოდებით, რათა ის ყველასთვის დაბრკოლებების გარეშე იყოს ხელმისაწვდომი“.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა აია სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აია სოფიას სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვართ
  • unipress