ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ალექსეი ნავალნი

გამოქვეყნებულია  202 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ქალაქ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული:

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ამჟამად სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი".

შეგახსენებთ, ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს ტვიტერზე დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა:

"დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა" 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
  • unipress