“ალიანს ჯგუფი” საქართველოში პირველ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრს” ააშენებს

"ალიანს ჯგუფი"

გამოქვეყნებულია  21,262 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

“ალიანს ჯგუფი”, წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციასთან” თანამშრომლობით, საქართველოში პირველ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრს” ააშენებს.

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” მოიცავს:

საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრებს, ა-კლასის საოფისე სივრცეებს და საგამოფენო ცენტრებს, ასევე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს. “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” იქნება “საქმიანი ტურიზმის” პირველი პრემიუმ-კლასის პროექტი საქართველოში და ზოგადად, რეგიონში.

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” 20,000 კვ.მ-ზე (420, 000 სამშენებლო ფართი) ზღვისპირას აშენდება, ბულვარის შუაგულში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. “ალიანს ჯგუფი” ახალ, ენერგოეფექტურ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ძველი, მიტოვებული, დაუსრულებელი 13-სართულიანი ნაგებობის ნაცვლად ააშენებს.

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” საქართველოში “მაის ტურიზმის ჰაბი” იქნება. “ალიანს ჯგუფი” პროექტში $380 მილიონის ინვესტრებას ახდენს. “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიას ახალ , უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნიშნავს მაღალშემოსავლიან ვიზიტორებს. საქმიანი მოგზაურები რეგულარულ ტურისტებთან შედარებით მეტად მხარჯველები არიან.

“ალიანს ჯგუფი” პირველი საშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც 2005 წელს ბათუმში პირველი თანამედროვე სტილის საცხოვრებელი სახლი ააშენა. ინოვატორმა კომპანიამ 2008 წელს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია დანერგა საქართველოში. 2015 წელს “ალიანს ჯგუფმა” საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები მულტიფუნქციურ კომპლექსებში შემოიყვანა. კომპანიას დასრულებულ პროექტებში $200 მილიონი აქვს დახარჯული, მიმდინარე პროექტებში კი, რომლებსაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელებთან პარტნიორობით ავითარებს, როგორებიცაა მათ შორის "Marriott International"-ი და "Wyndham Hotel Group"-ი, $645 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

“ალიანს ჯგუფის” მიმდინარე და ახლად დაანონსებული პროექტებია: “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” (საერთაშიროსო სასტუმრო ბრენდთან მოლაპარაკების ეტაპზე), “ალიანს პალასი” (Courtyard by Marriott hotel), “ალიანს ფრივილიჯი” (5-ვარსკვლავიანი Marriott-ის სასტუმრო, გამაჯანსაღებელი კომპლექსი ქობულეთში (საერთაშორისო სასტუმრო ბრენდთან მოლაპარაკების ეტაპზე) და “ალიანს ჰაილაინი” თბილისში (Wyndham Garden hotel). “ალიანს ჯგუფის” ჯამური ინვესტიცია დასრულებულ და მიმდინარე პროექტებში $845 მილიონს შეადგენს. “ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, ვაშენებთ მდგრადი განვითარების პროექტებს, ჩვენ ვქმნით გარემოს და არა მხოლოდ შენობებს და ინფრასტურქტურას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ავაშენეთ პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ქვეყანაში დავნერგეთ აპარტ-ოტელების ბიზნეს-მოდელი, შემოვიყვანეთ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები ჩვენს მულტიფუნქციურ კომპლექსებში, გამაჯანსაღებელ ტურიზმში გადავდგით პირველი ნაბიჯები და გამოვაცხადეთ ქობულეთის პროექტი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია “ალიანს ჯგუფის პროექტები ჩართულია დასვენების გაცვლის ლიდერ საერთშორისო ქსელში. ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი საქართველოში, კერძოდ ბათუმში, “მაის ტურიზმის” რეგიონალური ცენტრის განვითარების შესახებ, რაც დამატებით ღირებულებას შექმნის როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,” განაცხადა სონგულიამ. “მაის ტურიზმთან” ერთად, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორის თქმით, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმი” მნიშვნელოვანი პროექტია მდგრადი ტურიზმის კონცეფციის კუთხითაც. “ტურისტულად აქტიურ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, მნიშვნელოვანია მდგრადი პროექტების განვითარება. “ალიანს ჯგუფში”, ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე,” განმარტა აკაკი სონგულიამ და აღნიშნა, რომ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმის” პროექტის ფარგლებში შეიქმნება რეკრეაციული ინფრასტურქტურა, ენერგო მოხმარება მინიმუმამდე შემცირდება, რაც თავის მხრივ CO2-ის ნაკლებ ემისიაში აისახება. უფრო კონკრეტულად, 6,500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გაფრქვევა მოხდება, რასაც 32,000 ხე დაჭირდებოდა. როგორც “მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში” აცხადებენ, ბათუმს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს ახალი ბიზნეს და სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საერთო ხედვას იზიარებენ. ბათუმი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საპორტო ქალაქია, და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” გახსნა ამ ქალაქში სასარგებლო დამატება იქნება მსოფლიო სავაჭრო ცენტრების გლობალურ ქსელში. ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ლონდონი, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, მილანი, სტამბოლი, პეკინი, სეული, სინგაპური, ტოკიო, დუბაი, შანხაი, ბერლინი, პარიზი, სიდნეი, სინგაპური, სეული და კიდევ მრავალი წამყვანი ასამდე საქმიანი ქალაქი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა სიაშიც უკვე ბათუმიცაა. “ბათუმს აქვს ახალი პოტენციალი. ის შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ჰაბი ხდება,” - განაცხადა “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ.

ცნობისთვის, “ალიანს ჯგუფის” ახალ ინოვაციურ, ენერგოეფექტურ პროექტს, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ბათუმში”, რომელიც “მაის ტურიზმის” პირველი საერთაშორისო ცენტრი ხდება საქართველოში და რეგიონში, 2024 წელს დასრულდება

Image
Image
Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

2
LOL
1
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • “ალიანს ჯგუფი” საქართველოში პირველ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრს” ააშენებს
  • unipress