ამბროლაურში მკვლელობა მოხდა

ამბროლაური

გამოქვეყნებულია  91 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელეში ოცდაათი წლის მამაკაცის მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხვა რაიონის მცხოვრებ ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear