ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, სასულიერო პირების საარჩევნოდ გამოყენება

სამართლიანი არჩევნები

გამოქვეყნებულია  114 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებმა" ამომრჩევლის მოსყიდვის, ფიზიკური ძალადობისა და პოლიტიკური ნიშნით მუქარის ფაქტები გამოავლინა.

ორგანიზაციის დასკვნით, სასულიერო პირები აქტიურად ესწრებიან მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს, რაც შესაძლოა მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებელ საშუალებად იყოს გამოყენებული.

"ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში"- აცხადებენ ორგანიზაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, სასულიერო პირების საარჩევნოდ გამოყენება
  • unipress