ანტონიუ გუტიერეში - კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება

გაერო

გამოქვეყნებულია  2,675 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა. გუტიერეშმა კორონავირუსის პანდემიას „თაობის ბრძოლა“ უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა და აღნიშნა, რომ პანდემიამ შესაძლოა, სოციალური მღელვარებისა და ძალადობის ზრდა გამოიწვიოს, რაც დაავადების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლას შეაფერხებს:

„ეს არის თაობის ბრძოლა და თავად გაერო-ს არსებობის მიზეზი. პანდემია ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. პანდემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტერორისტული თავდასხმები, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური დაძაბულობა არჩევნების ან რეფერენდუმების გადადების გამო. ამას გარდა, კორონავირუსის პანდემია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებას ამძიმებს".

როგორც გუტიერეშმა აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევა გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების შედეგების შემსუბუქებისთვის. მისი თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენოს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ანტონიუ გუტიერეში - კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება
  • unipress